მსოფლოში ისეთი დაძაბული ვითარებაა, რომ არაფრით არ შეიძლება მათ გვერდი აუარო და საკუთარი აზრი არ გამოხატო. ჩვენ ყველანი დიდი ისტორიული მოვლენების წინაშე ვდგევართ. რას იზამ, ასეთი ბედი გვარგუნა განგებამ. სწორედ ამაშია ჩვენი დიდი ბედნიერებაც და ტრაგედიაც. პატარა საქმე არ გეგონოთ ასეთ პერიოდში ცხოვრება. იფიქრე არა მხოლოდ შენს თავზე და ოჯახზე, არამედ შენს ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა "რუსეთ-უკრაინის" ომი გახლავთ. მართალია რუსეთის ხელისუფლება მას "სპეცილაურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს" მაგრამ გასწი-გამოსწი მაინც ომი ჰქვია. მოკლედ აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Donald Trump, დიდ აგონიაში იმყოფება. რადგანაც ის ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებს "რუსეთ-უკრაინის" ომის დარულებას და უკვე აღარ იცის რა ქნას, როგორ მოიქცეს. ეს სანქციები მისთვის სასურველ შედეგებს ვერ იღებს. რისთვისაც გინდა არ გინდა უფრო მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ იქნებ და ამით მაინც შეაჩეროს რუსეთის ხელისუფლების სამხედრო ძალა. საუბარია ამერიკულ ფრთოსან რაკეტაზე "ტომაჰავკ"-ზე Tomahawk.
აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Donald Trump, რამდენიმე თვეა რაც ფიქრობს იმის შესახებ, რომ ბოლოს და ბოლოს გადასცეს თუ არა უკრაინას ამერიკული წარმოების, მაღალი სიზუსტის მქონე ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" Tomahawk. მაგრამ აქ არის ერთი დიდი ნიუანსი. ყველამ კარგად იცის, რომ უშუალოდ ამერიკელი სამხედროების გარეშე ამ რაკეტების გამოყენება შეუძლებელია. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ი უკვე აშკარად იღებს მონაწილეობას "რუსეთ-უკრაინის" ომში. რაც დონალდ ტრამპს Donald Trump ძალიან აფიქრებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ეს არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკული ფრთოსანი რაკეტის "ტომაჰავკი"-ს Tomahawk გამოყენება პირადად ამერიკელი სამხედროების გარეშე შეუძლებელიაო. თუ თეთრი სახლი ამას დაუშვებს, ეს უკვე სრულიად შეცვლის "რუსეთ-უკრაინის" ომის სტატუს. ასეთ კომენტარს აკეთებს რუსეთის პრეზიდენტი "ტომაჰავკი"-ს Tomahawk რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
ჩვენი ბედი მის ხელთაა
